2024 წლის იანვარ-ივლისში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა 11.5 მილიარდი ლარის გადასახადი აკრიფა. აღნიშნული თანხა ბიუჯეტის 9 თვის გეგმის 82%-ს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ყველაზე მეტი თანხა ბიუჯეტში დღგ-ს და საშემოსავლო გადასახადის სახით არის მობილიზებული.
ხოლო გეგმასთან მიმართებით ყველაზე მაღალია შესრულება მოგების და აქციზის გადასახადების მიმართულებით. ყველაზე დაბალია შესრულება იმპორტის გადასახადის მიმართულებით.
2024 წლის იანვარ-ივლისში ბიუჯეტში შესული გადასახადების მოცულობა და შესრულება:
- მოგების გადასახადი – 2.03 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 93.5%;
- აქციზის გადასახადი – 1.44 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 85.9%;
- საშემოსავლო გადასახადი – 3.81 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 80.2%;
- დღგ – 4.27 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 79.4%;
- იმპორტის გადასახადი – 81.6 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმის 74%.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა- 99 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 89.5%-ია.