2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან რუსეთში $156,7 მილიონის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება მოცულობას, ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ღვინის ექსპორტი 26%-ით არის გაზრდილი და 54,5 მლნ ლიტრს შეადგენს. ლიტრის საშუალო ფასი $2,87 იყო.
ქართული ღვინის 75% რუსეთში იგზავნება.
2023 წელს საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2,6%-ით გაიზარდა და $259 მლნ შეადგინა, ხოლო ლიტრობით გამოსახულებაში შემცირდა 12%-ით, 89,5 მლნ ლიტრამდე. რუსეთში გასულ წელს $168,3 მილიონის (ზრდა 4,7%) 62,2 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა (კლება 10,9%). ერთი ლიტრის საშუალო ფასი $2,7-ს შეადგენდა.