საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), რომელიც მთლიანი ექსპორტის 45.4%-ს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 11.5%-ით შემცირდა და $1, 293.2 მილიარდს გაუტოლდა.
ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის უდიდესი ნაწილი კვლავაც რუსეთში გადის. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან: რუსეთი (271.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (217.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი(129.6 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან
ადგილობრივ ექსპორტში 72.8% შეადგინა.
2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე
ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული
სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი
ექსპორტის 11.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და
კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი).