2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 13.6%-ით გაიზარდა და წლიურმა მოხმარებამ 1,252 გვტ.სთ შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი კაპიტალი აქვეყნებს, ესკოს მონაცემებზე დაყრდნობით.
აქედან, საცალო სექტორის მოხმარება 12,9%-ით გაიზარდა, ხოლო მსხვილი მომხმარებლების მოხმარების ზრდა 21,8%-ია.
აფხაზეთის მოხმარება ივლისში წლიურად 4,3%-ით გაიზარდა.