2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) $4,174 მილიარდი შეადგინა, რაც 2.5%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), რომელიც მთლიანი ექსპორტის 43.7%-ს შეადგენს, წინა წელთან შედარებით 4.3%-ით შემცირდა და $1,825 მილიარდს გაუტოლდა.
ადგილობრივი ექსპორტის დიდი ნაწილი რუსეთში გადის და ამ ქვეყანაში ექსპორტის მოცულობა წლიურად 3,2%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის 8 თვეში რუსეთში-$376.5 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა. მეორე ადგილზეა თურქეთი $287.6 მლნ და ჩინეთი $181.7 მლნ.
2024 წლის იანვარ-აგვისტოში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია $219.3 მლნ-ით. აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები $195.8 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი
ექსპორტის 10.7%), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $147.9 მლნ-ით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1%).