2024 წლის აგვისტოში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 6,2%-ით შემცირდა და 1,373 გვტ.სთ შეადგინა.
ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად 22%-ით არის შემცირებული, ხოლო თბოსადგურების – 37%-ით გაიზარდა.
ასევე 6,1%-ით არის გაზრდილი ქარი სადგურების წარმოებული ელექტროენერგიის მოცულობა.
ელექტროენერგიის ყოველთვიური წარმოება გვტ.სთ
წარმოების კლების პარალელურად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. აგვისტოში მოხმარებაში 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1,261 გვტ.სთ შეადგინა.
საცალო მოხმარება წელს პირველად 0,9%-ით შემცირდა, ხოლო მსხვილი კომერციული მომხმარებლების 25,5%-ით გაიზარდა.
ელექტროენერგიის ყოველთვიური მოხმარება გვტ.სთ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარება აგვისტოს თვეში წლიურად 5%-ით არის შემცირებული.