“ქართუ ბანკმა” მოგება გაზარდა. ბანკის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს ბანკის წმინდა მოგება წლიურად 22%-ით გაიზარდა და 36.18 მლნ ლარს მიაღწია (2023 წელს მოგება 29.7 მლნ. ლარს შეადგენდა; +21.8%Y.Y).
აღსანიშნავია, რომ ბანკის დეპოზიტების პორტფელი შემცირებულია, 100 მლნ ლარით, 1.476 მლრდ ლარამდე (2023 წლის ბოლოს დეპოზიტების მოცულობა 1.575 მლრდ ლარს შეადგენდა; -6.3%Y.Y).
“ქართუს” დეპოზიტების პორტფელის 1/2-ზე მეტი მიმდინარე ანგარიშებია, რომლის 80%-ზე მეტი სავალუტოა. დოლარიზაციის მაღალი კოეფიციენტი (80%) აქვს ვადიან ანაბრებსაც.
“ქართუ ბანკი” უმეტესად იურიდიულ პირებს ემსახურება, თუმცა დეპოზიტებში კომპანიების წილი შემცირებულია.
01.01.2025-ის მდგომარეობით, იურიდიული პირების დეპოზიტები 750 მლნ ლარამდეა შემცირებული, ერთი წლის წინ მათი მოცულობა 900 მლნ ლარს აღწევდა. საცალო ანაბრები კი გაზრდილია 800 მლნ ლარამდე (2023 – 675 მლნ. ლარი).
სს „ბანკი ქართუ“-ს 100%-იან წილს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ფლობს.