2024 წელს საქართველოდან ექსპორტზე $565 მლნ-ის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები გავიდა, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.
აქედან, სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი $289 მლნ. იყო(ზრდა 47%). ჯამში მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები, ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან, 53% შეადგინა. რუსეთში ექსპორტზე 39, 852 მლნ. ლიტრი სპირტიანი სასმელი გავიდა, მთლიანი ექსპორტის 83%. რუსეთში ექსპორტის წლიური ზრდა 247%-ს აღემატებოდა.
ინფორმაცია ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეორნეობის სამინისტრომ თავის 2024 წლის ანგარიშში გამოაქვეყნა, თუმცა, დოკუმენტში რუსეთში ექსპორტი ნახსენები არ არის.
2024 წელს ღვინის ექსპორტმა $276,1 მლნ. შეადგინა, სულ ქვეყნიდან 95 მლნ-მდე ლიტრი ღვინო გაიტანეს, რაც 2023 წელთან შედარებით, რაოდენობრივად 6%-ით, ხოლო ღირებულებით 7%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის თანახმად, $182, 633 მილიონის ღირებულების 66,725 მლნ. ლიტრი ღვინო რუსეთში გავიდა, მთლიანი ექსპორტის 70%-ზე მეტი(რაოდენობრივად), ხოლო 66%-ზე მეტი ღირებულებით გამოსახულებაში.
ქართული ღვინო სულ მსოფლიოს 72 ქვეყანაში გავიდა.
ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში:
- რუსეთი – 7,1%(182,6 მლნ. ლიტრი)
- პოლონეთი – 12% (6,7 მლნ ლიტრი),
- გერმანია – 30% (1,28 მლნ ლიტრი),
- აშშ – 32% (1,2 მლნ ლიტრი),
- ლიეტუვა -11% (707 ათასი ლიტრი),
- დიდი ბრიტანეთი – 42% (425,6 ათასი ლიტრი),
- თურქეთი – 62% (538 ათასი ლიტრი),
- აზერბაიჯანი – 34% (237 ათასი ლიტრი),
- კანადა – 16% (198 ათასი ლიტრი),
- ისრაელი – 2% (314 ათასი ლიტრი),
- არაბეთის გაერთიანებული ემირატები – 80% (70 ათასი ლიტრი),
- სამხრეთ კორეა – 26% (72,5 ათასი ლიტრი)