2023-24 წლებში საქართველოს მოქალაქეებმა აჭარაში გაყიდული საცხოვრებელი უძრავი ქონების მხოლოდ 20% შეიძინეს.
რუსეთის მოქალაქეების წილი გაყიდვებში 24%-ს შეადგენდა, ხოლო ისრაელის მოქალაქეებს 6%-იანი წილი ეკავათ. გაყიდვების მეორე ნახევარი მოიცავდა მოქალაქეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
ბათუმში უძრავი ქონების გაყიდვები შემცირდა
2024 წლის I კვარტალში ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე სულ 3,371 ტრანზაქცია დარეგისტრირდა, რაც წლიურად 22.8%-იანი და კვარტალურად 5.3%-იანი კლებაა. სულ $209.3 მლნ-ის ღირებულების ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 20.5%-იანი შემცირებაა. ამ კლების მთავარი მიზეზი გაყიდვების მნიშვნელოვნად შემცირება იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს შემცირება გამოიწვია გაყიდვების კლებამ, როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (-23.3% და -22.1% წ/წ, შესაბამისად), რაც ნაწილობრივ წინა წლის მაღალი ბაზითაა გამოწვეული.
ბინების ფასი ბათუმში
2024 წლის I კვარტალში ბათუმში ახალი პროექტების ფასები (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე) კვარტალურად 0.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ბინების საშუალო შეწონილი ფასი $857/მ2-მდე შემცირდა, რაც კვარტალურად 8.1%-იანი კლებაა.