2023 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 358.5 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 875.3 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2.0-ჯერ, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 2.1- ჯერ აღემატება გასული 2022 წლის მაჩვენებელს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები 6,005 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 34.8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს – აეროპორტებმა მიიღო 2,987 მლნ მგზავრი (36-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 3,018 მლნ მგზავრი (33.5%-ით მეტი).
მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 96.2% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. ხოლო, საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 25.5 ათასი ერთეული შეადგინა, რაც 28.6%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს.