საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში $23.9 მილიონის ღირებულების 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელების იმპორტი განხორციელდა. 2022 წელს წელს ქვეყანაში $29.3 მლნ-ის ღირებულების 8 973 ტონა შემოვიდა.
რძის შემცვლელების იმპორტი რაოდენობრივად 2.85%-ით გაზრდილია, ხოლო თანხობრივად თითქმის 18%-ით ნაკლებია. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს რძის ფხვნილის იმპორტი გაუიაფდა.
იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:
გასულ წელს ქვეყანაში ასევე შემოვიდა $145.1 ათასის ღირებულების 23.4 ტონა რძე პასტაც, რასაც ნედლი რძის ალტერნატივად იყენებენ.
Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს
ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com
Developed By Web Features 2024 All Rights Reserved
Developed By My Software 2024 All Rights Reserved