2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 790 გვტ/სთ-მდე შემცირდა, რაც 2016 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.
იმპორტი მთლიანად რუსეთიდან განხორციელდა, რაშიც ქვეყანამ $1,1 მილიონი გადაიხადა.
შესყიდული ელექტროენერგიის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად განხორციელდა.
ელექტროენერგიის იმპორტში გადახდილი თანხები ქვეყნების მიხედვით (მლნ.$):
იმპორტის მკვეთრი კლება ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებამ განაპირობა. 2023 წელს ელექტროენერგიის მოხმარების 7,8%-ით კლება დაფიქსირდა, რაც ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების მოხმარების -25,3%-ით კლებამ, აფხაზეთის ნაწილში კი -10,8%-ით შემცირებამ გამოიწვია,
პარალელურად გაზრდილია ელექტროენერგიის წარმოება – 1,1%-ით გაიზარდა და 14,4 ტვტ/სთ-ს მიაღწია.