საქართველოს სტატისტიკის სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.3% შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 7.2 % იყო.
2023 წლის მარტის თვეში ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორებში.
მარტში კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების, ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9.2%-ით მეტია. თუმცა, საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებლები გაცილებით მაღალი იყო იანვარსა (18,8%) და თებერვალში (11,7%).