2023 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 14.4 ტვტ. სთ-ს მიაღწია.
ჯამური გამომუშავებიდან, ჰიდროსადგურების წილმა 75.5% შეადგინა, თბოსადგურებმა 23.9% დაიკავა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება 0.6% იყო.
საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობამ 2,5 ტვტ. სთ შეადგინა. რაც ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის 16,7%-ია.
ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ენერგიის ფასი, რაც ძირითადად ჰესებთან და თბოელექტროსადგურებთან გაფორმებული PPA ხელშეკრულებების და იმპორტული საბალანსო ელექტროენერგიის მიხედვით დგინდება, 2023 წელს 4.8%-ით შემცირდა და 5.3 აშშ ცენტი შეადგინა.