PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წელს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 2022 წელთან შედარებით, 8,2%-იანი ვარდნა განიცადა. სულ გასულ წელს საქართველოს რკინიგზით 13, 557 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხდა.
კლების უმეტესად გამოწვეული იყო ტრანზიტული ტვირთების ტრანსპორტირების შემცირებით, რაც შუა დერეფნის პოტენციალის არასაკმარის გამოყენებაზე მიუთითებს.
ზრდა მხოლოდ ადგილობრივი ტვირთების გადაზიდვებში დაფიქსირდა- 3.7%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით.
მცირე იყო ცვლილება რკინიგზით გადაზიდული საქონლის სახეობებში.
კვლავაც შეზღუდული რკინიგზით გადაზიდული ტვირთის სახეობები.
2023 წელს გადაზიდული ტვირთების დიდ ნაწილს შეადგენდა ლითონის მადანი, ქვანახშირი და აალებადი აირი, რომელმაც მცირე ვარდნა განიცდიდა. 2023 წელს რკინიგზით გადაზიდული მთლიანი ტვირთის 57.4%-ზე საქონლის ამ სახეობაზე მოდიოდა.
2023 წელს საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთები
ტვირთის უმეტესი ნაწილის გადაზიდვა ვაგონებით ხდება – საქონლის 90% ამ სახით გადაიზიდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდულ ტრანზიტულ ტვირთში კონტეინერების წილი 15%-მდე გაიზარდა.