2023 წელს სამუშაოს შესრულების დროს 34 ადამიანი დაიღუპა – ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას, 8 ადამიანი დაიღუპა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 2 – მრეწველობაში, ერთი ადამიანი – საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, ერთი – განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ ობიექტში, ერთი კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებული.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, შარშან სამუშაოს დროს გარდაცვლილებიდან 34-ივე იყო მამაკაცი.