2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი (აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა.
გასულ წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.3% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6%-ს გაუტოლდა.
2022 წელს სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში:
- 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4% შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი),
- 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში – 15.3% (-2.0 პროცენტული პუნქტი)
- 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში – 10.5% (-1.4 პროცენტული პუნქტი)
აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8%-ს შეადგენს.