საქართველოს მთავრობა ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების ქვეყანაში შემოყვანის შეზღუდვას გეგმავს. ცვლილება 2024 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
შეზღუდვები შეეხება 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს. აღნიშნული საკითხი მთავრობამ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განიხილა. ინიციატივა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას ისახავს მიზნად.
როგორც ცნობილია, ქვეყანაში უკვე მოქმედებს რეგულაციები, რომლებიც ახალი მანქანების იმპორტის სტიმულირებას ითვალისწინებს. მთავრობა აღნიშნულ წამახალისებელ რეგულაციებს საკმარისად მიიჩნევს. ახალმა სტანდარტმა კი გარემოს გაუმჯობესებას უნდა შეუწყოს ხელი.
ახალი რეგულაცია რეექსპორტისთვის განკუთვნილ ავტომობილებს არ შეეხება. შესაბამისად, შეუფერხებლად შემოვა ის ავტომობილები, რომლებიც ევრო 5-ის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.