Tesla-მ ავტოპილოტის დეფექტის გამო ორი მილიონი ავტომობილი აშშ-ის ბაზრიდან გაიწვია.
ავტომობილების უკან გაწვევა მას შემდეგ გადაწყდა, რაც აშშ-ის მარეგულირებელმა აღმოაჩინა, რომ ავტოპილოტს, მძღოლის დახმარების სისტემას, დეფექტი ჰქონდა.
სისტემის ხარვეზი 2-წლიანი გამოძიების შემდეგ დაადგინეს.
აშშ-ის მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულმა ადმინისტრაციამ (NHTSA) ავარიის 956 შემთხვევა შეისწავლა.
გაწვევა შეეხება Tesla-ს თითქმის ყველა მოდელს, რომელიც აშშ-ში 2015 წელს გაიყიდა, როცა ავტოპილოტის ფუნქცია ამოქმედდა.
კომპანიამ განაცხადა, რომ პრობლემა პროგრამული განახლებით მოგვარდება, ამიტომ დილერთან ან ავტოფარეხში მისვლა საჭირო არ იქნება.
Tesla-ს ყოფილმა თანამშრომელმა BBC-ს განუცხადა, რომ ტექნოლოგიის უსაფრთხოებაში დარწმუნებული არ იყო.
ეს წელს Tesla-ს ავტომობილების მეორე გაწვევაა.