129.1 ტონა კარტოფილი, რომელიც საქართველოში საბაჟო გამშვებ პუნქტ ყაზბეგიდან შემოჰქონდათ, უკან გააბრუნეს. შემოწმების შედეგად, პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, გამოავლინეს ისეთი ცოცხალი მცენარეების შემოტანის ფაქტი, რომელთა იმპორტიც საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ქვეყნიდან არის აკრძალული.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული მცენარეები განადგურებას დაექვემდებარა .