120-ზე მეტმა ბრიტანულმა კომპანიამ აღიარა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების რეჟიმი დაარღვია. ამის შესახებ Financial Times წერს.
სულ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ 127-მა ბრიტანულმა კომპანიამ განაცხადა. როგორც გამოცემა წერს, დარღვევების ნებაყოფლობით აღიარებით და გამოძიებასთან თანამშრომლობით, ბიზნესს შეუძლია ჯარიმები შეამციროს, რომელიც მთავრობის მიერ არის გათვალისწინებული.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები რუსეთის ფედერაციის 1600-ზე მეტი მოქალაქისა და კომპანიის წინააღმდეგ აამოქმედა. ასევე დააწესა მორატორიუმი გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ პირებზე, რომლებიც მუშაობენ ოცზე მეტ ბანკთან და 100-ზე მეტ ოლიგარქთან.
სანქციები, რომლებიც საკმაოდ მკაცრია, დიდი გამოწვევა გახდა ბრიტანული ბიზნესისთვის, რადგან რუსეთი უფრო ინტეგრირებულია გლობალურ ეკონომიკაში, ვიდრე სხვა სანქცირებული რეჟიმები, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა.
ბიზნესებს, რომლებიც არღვევენ სანქციებს, ურჩევენ, აღიარონ დანაშაული, რათა მთავრობის მხრიდან გარკვეულ დათმობებს მიაღწიონ. სანქცირებულებთან ურთიერთობისთვის დადგენილი სადამსჯელო ღონისძიებები განსხვავებულია. ეს შეიძლება იყოს გაფრთხილება, ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი დევნა.