TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, ლარის ბოლოდროინდელი მცირე მერყეობა ძირითადად სენტიმენტების ცვლილებით იყო გამოწვეული.
გასულ კვირაში ლარმა გარკვეულწილად აღიდგინა პოზიციები, განსაკუთრებით ევროსთან მიმართებით. ეს მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე, ლარის დაახლოება თავის გრძელვადიან ტენდენციასთან ნაკლებად სავარაუდოა.
TBC Capitali მიიჩნევს, რომ ინფლაციის მაჩვენებელი და ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება, დიდწილად მოლოდინების შესაბამისია.
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სებ-ის, კვლევითი ორგანიზაციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ბიზნესსექტორის განწყობა პრაქტიკულად ერთნაირია.
ვალუტის კურსის პროგნოზი
TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, 2023 წელი დოლარისა და დიდწილად ევროს განაკვეთების პიკიც იქნება. ეს, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარის დეპოზიტების განაკვეთებსაც ეხება და მან შეიძლება საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, მოიმატოს კიდევაც.
„განაკვეთების შემცირება სავარაუდოდ, უფრო მომდევნო წლის მიწურულს, ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყებიდან 6-დან 12-თვემდე პერიოდში დაიწყება. იმის გათვალისწინებით, რომ დაკრედიტებისაგან განსხვავებით, ევროს დეპოზიტების წილი საქართველოში ძალზედ მცირეა, ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი დინამიკა იქნება”, – აღნიშნულია TBC Capital-ის შეფასებაში.
რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას, მთავარი ეკონომისტის თქმით, სრული 2023 წლისათვის, TBC Capital-ის ბოლო საბაზო სცენარით გათვალისწინებულ 7.2%-ზე მაღალი იქნება.