Forbes-მა მილიარდერების მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა.
ზედიზედ მეორე წელია უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Louis Vuitton Moët Hennessy-ის ჯგუფის პრეზიდენტი ბერნარ არნო ლიდერობს. ერთი წლის განმავლობაში ის $22 მილიარდით გამდიდრდა და ახლა $233 მილიარდს ფლობს.
მეორე და მესამე ადგილებს, ისევე როგორც შარშან, ილონ მასკი და ჯეფ ბეზოსი ინაწილებენ. მარკ ცუკერბერგი წელს ტოპ -10- ში დაბრუნდა.
Meta-ს მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა ერთ წელიწადში $100 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა და მე-4 ადგილი დაიკავა (შარშან მე-16 ადგილზე იყო).
ქალი მილიარდერი ათეულში არ არის. წლევანდელ ტოპ 20-ში მხოლოდ ერთი ქალი – ფრანსუაზა ბეტანკურ-მაიერსი. L’Oréal-ის კოსმეტიკური იმპერიის ვიცე-თავმჯდომარის ქონება $99,5 მილიარდამდე გაიზარდა და ის მე-15 ადგილზეა.
1. ბერნარ არნო ფრანგი მაგნატი სიის სათავეშია LVMH-ით, რომელიც ფლობს Louis Vuitton-ს, Christian Dior-ს და Tiffany & Co.-ს. მათ შორის. მან 2022 წელს განახორციელა რეორგანიზაცია ჰოლდინგ Agache-ში, რომელიც ფლობს LVMH აქციების უმეტესობას, რათა აქციები თანაბრად გაუნაწილოს ხუთ შვილს.
ერთი წელიწადში არნო $22 მილიარდით გამდიდრდა.
2. ილონ მასკი – $195 მილიარდი
Tesla-ს უმსხვილესი აქციონერი. ის ფლობს Tesla-ს დაახლოებით 21%-ს და X-ის აქციების დაახლოებით 74%-ს.კომპანიის ღირებულება ახლა თითქმის $150 მილიარდია:
მასკი ერთ წელიწადში $15 მილიარდით გამდიდრდა.
3. ჯეფ ბეზოსი – $194 მილიარდი
Amazon-ის დამფუძნებელი. 2022 წლამდე ბეზოსი, ოთხი წლის განმავლობაში, მილიარდერების რეიტინგის პირველი ნომერი იყო. ის მეორე წელია მესამე ადგილზეა, მისი ქონება $80 მილიარდით გაიზარდა.
2022 წლის ნოემბერში ბეზოსმა თქვა, რომ თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი გასცეს სიცოცხლეშივე გაცემას აპირებს.
4. მარკ ცუკერბერგი – $177 მილიარდი
ის $100 მილიარდით გამდიდრდა Meta-ს აქციების ფასის ზრდის წყალობით.
ცუკერბერგი კომპანიის დაახლოებით 13%-ს ფლობს.
5. ლარი ელისონი- $141 მილიარდი
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle-ის მფლობელი. ფლობს Tesla-ს წილს.
შარშან ელისონი მეოთხე ადგილზე იყო და მისი ქონება $107 მილიარდი იყო.
6. უორენ ბაფეტი – $133 მილიარდი
უორენ ბაფეტი მართავს საინვესტიციო სახლს Berkshire Hathaway, რომელიც ფლობს წილებს 60-ზე მეტ კომპანიაში, მათ შორის Geico, ბატარეების მწარმოებელი Duracell და რესტორნების ქსელი Dairy Queen.
მან პირობა დადო, რომ თავისი სიმდიდრის 99%-ზე მეტს ქველმოქმედებაში დახარჯავს. 2023 წელს ბაფეტის ქონება $106 მილიარდად იყო შეფასებული.
7. ბილ გეითსი – $128 მილიარდი
Microsoft-ის მფლობელი ბილ გეითსი მეუღლესთან მელინდასთან ერთად, მსოფლიოში უდიდეს კერძო საქველმოქმედო ფონდს ხელმძღვანელობა. ორგანიზაციის მუშაობა მიზნად ისახავს გლობალური ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას. აქტიურად აფინანსებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაუმჯობესებას.
ერთი წლის განმავლობაში გეითის ქონება $14 მილიარდით გაზარდა.
8. სტივ ბალმერი – ქონება: $121 მილიარდი
სტივ ბალმერი არის Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი. იგი კომპანიას 1980 წელს ბილ გეითსის მიწვევით შეუერთდა. ის ხელმძღვანელობდა MS-DOS-ისა და Windows-ის პირველი ვერსიების შემუშავებას.
ბალმერი ფლობს NBA-ს საკალათბურთო გუნდს ლოს-ანჯელეს კლიპერსს და ამჟამად მათთვის $2 მილიარდის ღირებულების არენას აშენებს, რომელიც წელს იქნება მზად. მისი ქონება გასული წლის განმავლობაში $10 მილიარდით შემცირდა, ძირითადად Microsoft-ის აქციების გაიაფების გამო.
9. მუკეშ ამბანი – $116 მილიარდი
ფლობს ნავთობის გიგანტს Reliance Industries, რომელიც შარშან გახდა პირველი ინდური კომპანია, რომლის შემოსავალმა $100 მილიარდს გადააჭარბა.
Reliance Jio-ს ტელესაკომუნიკაციო სერვისს ჰყავს 470 მილიონზე მეტი აბონენტი. 2023 წელს დააარსა კომპანია Reliance, რომელიც $80 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს განახლებად ენერგიაში. ბიზნესს თავის შვილებთან ერთად მართავს.
ამბანის ქონება 2023 წელს $83,4 მილიარდი იყო.
10. ლარი პეიჯი– $114 მილიარდი
ლარი პეიჯმა 2019 წლის ბოლოს დატოვა Google-ის მმართველი კომპანიის (Alphabet) აღმასრულებელი დირექტორის პოსტი, მაგრამ რჩება აქციონერი და დირექტორთა საბჭოს წევრი.
ის ასევე აფინანსებს მფრინავი მანქანების სტარტაპებს Kitty Hawk და Opener.