თბილისის მერის – კახა კალაძის განცხადებით, 1-ელი ივნისიდან A კატეგორიის ტაქსებს საშუალება ექნებათ, იმოძრაონ ავტობუსის ზოლში, აიყვანონ ან ჩამოსვან მგზავრები იმ შემთხვევაში, თუ თუ ავტომობილის ასაკი არ აღემატება 10 წელს.
„A კატეგორიის ტაქსებს, თუ ავტომანქანის ასაკი არ აღემატება 10 წელს, 1 ივნისიდან საავტობუსო ზოლებში მოძრაობის საშუალება ეძლევათ“, – განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე თქმით, ამ კატეგორიის ტაქსებს 1-ელი მაისიდან მუნიციპალურ სერვისცენტრებში ე.წ. სტიკერები დაურიგდებათ:
„სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში და ეს სტიკერი განთავსდება ავტომობილის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში“.