პირდაპირი უცხოური ინვესტიციები HORECA(hotel/restaurant/café) სექტორში კლების ტენდენციით ხასიათდება.
2022 წელს ამ სექტორში თუ $57 მილიონის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, 2023 წელს ის $35 მილიონამდე შემცირდა. 2024 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა მხოლოდ $9 მილიონი იყო.
პანდემიის პერიოდში მკვეთრი ვარდნის შემდეგ 2021 წელს ჰორეკა(სასტუმრო, რესტორანი/კაფე) სექტორში ინვესტიციებმა ზრდა დაიწყო, თუმცა, 2023 წლიდან ისევ მცირდება.
შესაბამისად დაბალია ჰორეკა სექტორის წილი მთლიან ინვესტიციებში.
2022 წელს მისი წილი 3,2%-ს თუ შეადგენდა, 2023 წელს 2,2%-მდე დაიკლო, ხოლო წელს პირველ კვარტალში მხოლოდ 0,5%-ს შეადგენს.
აღნიშნული სექტორის ძირითადი ინვესტორები არიან: თურქეთი, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ინდოეთი.
გასულ წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია საქართველოს ჰორეკა სექტორში თურქეთიდან განხორციელდა. მისი წილი მთლიან ინვესტიციებში 59%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ავსტრია -9%.