გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას თქმით, წელს ხორბლის უკეთესი მოსავალია და ჰექტარზე მოსავლიანობა 3 ტონას გადააჭარბებს. მისივე თქმით, გაუმჯობესებულია მოწეეული ხორბლის ხარისხიც. ამის შესახებ მან კახეთში ალოობის პრეცესზე დასწრებისას განაცხადა.
კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია.
„წელს გაცილებით უკეთესი მოსავალი გვაქვს, ვიდრე შარშან. საჰექტარო მოსავლიანობის კუთხით 2024-ში გვექნება რეკორდული მაჩვენებელი – 3 ტონაზე მეტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში არ გვქონია და რაც ძალიან კარგია. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვეხმარებით ხორბლის მწარმოებელ ფერმერებს. ეს ეხება ტექნიკით უზრუნველყოფასაც. 60 ერთეულამდე ახალი კომბაინია სახელმწიფოს მხარდაჭერით ქვეყანაში შემოტანილი. ამ მიმართულებით ფერმერებს პრობლემა არ შექმნიათ; ფერმერებმა მომსახურება დროულად მიიღეს“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
300-ზე მეტი შემნახველი მეურნეობა დაფინანსდა, „შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში საბრუნავი საშულებების ფარგლებში მიიღეს დაფინანსება და 9%-ის ფარგლებში სესხხის დაფინანსება მიიღეს. მინისტრის თმით, გაიზარდა დაზღვევეული ფართობების ოდენობათ.