აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ბორდს შეხვდა.
შეხვედრა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ არის ორგანიზებული.
შეხვედრა დახურულ რეჟიმში თითქმის ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მისი დასრულების შემდეგ, მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ.
შეხვედრის შესახებ ინფორმირებული არ ყოფილა საქართველოს ბიზნეს ასოციაცია. ბიზნესმენებთან შეხვედრაზე არც თემურ ჭყონია მიუწვევიათ.
ჯიმ ო’ბრაიენი კანცელარიაში ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს, 2 საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
ჯიმ ო’ბრაიენი დღეს ასევე შეხვდება ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.