ხორბალი კიდევ გაძვირდა შავი ზღვის რეგიონიდან მიწოდების შემცირების შიშის გამო.
ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფიუჩერსების ფასი დაახლოებით 2,6%-ით გაიზარდა და ბუშელის ფასმა $7,7725 შეადგინა.
ხორბლის ფასი მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემდეგ მატულობს. ფასების ზრდა გაძლიერდა ოდესის რეგიონში მარცვლეულის ტერმინალებზე რუსების თავდასხმის შემდეგ.
ცნობისთვის, რუსეთი და უკრაინა ხორბლის მსოფლიო მარაგების დაახლოებით 30%-ს ქმნიან.
ამავდროულად, მშრალმა ამინდმა აშშ-ის რამდენიმე სასოფლო-სამეურნეო რეგიონში ქვეყანაში მარცვლეულის მოსავლის პროგნოზის გაუარესება გამოიწვია.