ხორბლის ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთმა 13 აგვისტოს შავ ზღვაში ცეცხლი გაუხსნა სატვირთო გემს, რომელიც პალაუს დროშის ქვეშ უკრაინის პორტ იზმაილის მიმართულებით მიცურავდა.
ამ თავდასხმამ გაზარდა რეგიონიდან მარცვლეულის მიწოდების რისკი, რაც ფასებზეც შესაბამისად აისახა.
ხორბლის ფასი 1.2%-ით გაიზარდა და ბუშელზე $6,55 შეადგინა.
თუმცა, მაღალი მოსავლის ფონზე ხორბლის ფასები შარშანდელთან შედარებით 17%-ით დაბალია.
პარასკევს აშშ-მა რუსული ხორბლის ექსპორტის პროგნოზი 2023-24 წლების სეზონისთვის 48 მილიონ ტონამდე გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ხორბლის ვაჭრობის თითქმის მეოთხედი ახლა რუსეთზე მოდის. ამ მოცულობის მნიშვნელოვანი ნაწილი დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული უკრაინული მარცვლეულია.