ერთ-ერთი ყველაზე მშრალი მაისის გამო მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასები იმატებს, რაც საკვების ხარჯების ზრდის მოლოდინს იწვევს.
ხორბლის საკვანძო ფიუჩერსებმა 12%-იანი თვიური ზრდა აჩვენეს, რაც ყველაზე დიდი
ზრდაა თებერვალი 2022 წლის შემდეგ.
ბუშელი ხორბლის საორიენტაციო ფასი სამშაბათს გაიზარდა $7,20-მდე, რაც ყველაზე მაღალი იყო ივლისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთში მოსავალი შემცირდა გვალვისა და გაზაფხულის ყინვების გამო. ხორბლის ფიუჩერსების ფასმა დაიქ=წია და ბუშელი $6,8-ად ივაჭრებოდა,
უკრაინაში მიმდინარე ომის გამო პრობლემები მხოლოდ შავი ზღვის რეგიონში არ არის, საფრანგეთში ხორბლის მოსავალი დაბალ ნიშნულზეა, გერმანიასა და მის მეზობელ ტერიტორიებზე კი გადაჭარბებული წვიმებია.
რუსული ხორბლის საექსპორტო ფასები გასულ კვირას კვლავ გაიზარდა, რადგან მოსავლის მოლოდინი გაუარესებულია.
უკრაინა და რუსეთი, რომლებიც მსოფლიო ხორბლის ექსპორტის თითქმის მესამედს ქმნის, მნიშვნელოვანი ზარალის წინაშე დადგნენ. ყინვამ და გვალვამ მაისში დააზიანეს მოსავალი და მოსავლის აღებამდე მისი მნიშვნელოვანი აღდგენის მცირე შესაძლებლობება არსებობს.
უკრაინის ომის შემდეგ ხორბლის ფასები რეკორდული ნიშნულებიდან მცირდებოდა, რუსული ბარაქიანი მოსავლის და უკრაინული მდგრადი მიწოდების წყალობით. თუმცა, ბოლო პერიოდში კლიმატურმა ცვლილებებმა ბაზარზე რყევები ხელახლა შექმნა.