ხორბლის ფასი გაიზარდა. მარტის ფიუჩერსების ფასი ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ტონაზე $205,30-მდეა, რაც 1,5 ცენტიანი გაძვირებაა. საგაზაფხულო ხორბლის ფიუჩერსები მინეაპოლისში – $221,65-მდეა, რაც 6 ცენტზე მეტით არის გაზრდილი.
მარცვლეულის ბაზარი ელოდება აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის(USDA) პროგნოზს, ხორბლის გლობალური და შიდა მარაგების შესახებ. უწყება მსოფლიო მიწოდებისა და მოთხოვნის შეფასების (WASDE) ახალ ანგარიშს დღეს გამოაქვეყნებს.
მოვაჭრეები ელიან, რომ აშშ-ში ხორბლის მარაგები სტაბილურად დარჩება და გლობალური მარაგები ნოემბრიდან ოდნავ გაზრდილი იქნება.
გაიზარდა სიმინდის ფიუჩერსებიც. მარტის სიმინდის ფიუჩერსები. მოიმატა აშშ-დან სიმინდის ექსპორტმა, ხოლო ბრაზილიიდან მიწოდება შემცირებულია, მაღალი შიდა მოთხოვნის გამო.
Reuters-ის ანალიტიკოსების გამოკითხვამ აშშ-ში სიმინდის მარაგების მოსალოდნელი შემცირება აჩვენა. მათი პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე სიმინდის მარაგები სავარაუდოდ, შემცირებული იქნება 0,57 მლნ ტონით, 304,14 მლნ ტონამდე.