ხავიერ მილეის მმართველობის პირველ თვეში, იანვარში არგენტინის ეკონომიკა სავარაუდოდ 5,5%-ით შემცირდა. ასეთი შედეგი აჩვენა Reuters-ის გამოკითხვამ, რომელშიც 14 ადგილობრივი და უცხოელი ანალიტიკოსი მონაწილეობდა.
ეს ეკონომიკის მნიშვნელოვანი შენელებაა პრეზიდენტ ხავიერ მილეის ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, რომელმაც 10 დეკემბერს დაიკავა თანამდებობა.
ეკონომიკური აქტივობის ვარდნა გამოიწვია მილეის აშშ დოლარის მიმართმთავრობის გადაწყვეტილებამ, რომელიც ითვალისწინებდა ადგილობრივი პესოს 50%-ზე მეტით გაუფასურებას და სახელმწიფო ხარჯები შემცირებას, ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად.
ეს მილეის „შოკური თერაპიის“ ნაწილია, რათა არგენტინამ შეძლოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა.
რეფორმებს ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოჰყვა. პრეზიდენტს რამდენიმე რეგიონის გუბერნატორიც დაუპირისპირდა.
ქვეყნის სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, დეკემბერში 4.5%-იანი წლიური ვარდნა დაფიქსირდა.
სოფლის მეურნეობისა და სამთო მოპოვების გარდა, დანარჩენი სექტორები კლებას განიცდიან.
არგენტინის სენატმა კიდევ ერთხელ ჩააგდო მილეის რეფორმების პაკეტი, რომელიც პრივატიზაციის დაჩქარებას, სუბსიდიების მოხსნას, შრომის კანონების შემსუბუქებას და სხვა 300-მდე ცვლილებას მოიცავს.