1-ელი თებერვლიდან, წერეთლის გამზირზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება, – ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დედაქალაქის მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება, რომ 1-ელი თებერვლიდან წერეთლის გამზირზე სამუშაოები საგზაო ნაწილში იქნებოდა დასრულებული და მოძრაობა ორმხრივად იქნებოდა შესაძლებელი, შესრულდა.
კალაძის განმარტებით, სამუშაოები დღეს საღამომდე მთლიანად დასრულდება. ასევე მოხდება გამზირის დასუფთავება, რომელიც პარალელურად მიმდინარებს და ხვალიდან მოძრაობა თავისუფლად იქნებ შესაძლებელი.