ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 76%-ით არის გაზრდილი. ხოლო პანდემიამდე პერიოდის 74%-ს შეადგენს.
საერთო რაოდენობიდან 1 930 483 იყო საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი, რაც 2019 წლის მონაცემის 90.8%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 59.6%-ს შეადგენს.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2023 წლის II კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რიცხვი გაზრდილია და 1 651 655-ს შეადგენს, რაც 2022 წელთან შედარებით 57.4%-ით მეტია.
ამ რაოდენობიდან 1 085 151 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2019 წლის მონაცემის 87.2% აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა 44.8%-ს შეადგენს.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობის დათვლა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.