აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა (USDA) განაახლა ძირითადი აგრარული კულტურების მოსავლის პროგნოზი 2023/2024 წლის სეზონისთვის.
USDA ხორბლის მსოფლიო წარმოების, ვაჭრობის, მოხმარების და მარაგების ზრდას ელოდება.
მისი გათვლებით, ხორბლის მსოფლიო წარმოება ამ პერიოდში 10,2 მლნ ტონით, 800,2 მლნ ტონამდე გაიზრდება, რასაც უმეტესწილად განაპირობებს გაზრდილი მოსავალი შემდეგ ქვეყნებში:
- ინდოეთში +3,5 მლნ ტონა, 113,5 მლნ ტონამდე)
- ევროკავშირის ქვეყნებში +1,5 მლნ ტონა; 140,5 მლნ ტონაზე მეტი
- უკრაინა +1 მლნ ტონა; 17,5 მლნ ტონამდე
სიმინდის გლობალურ ბაზარზე 2023/2024 წლებში მოსალოდნელია მოსავლიანობის და ვაჭრობის ზრდა. ზრდა ძირითადად, უკრაინის ბაზარზე განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდება, სადაც სიმინდის ექსპორტის მატებას პროგნოზირებენ.
მოსალოდნელია, რომ სიმინდის მსოფლიო წარმოება 3,2 მლნ ტონით გაიზრდება და 1,22 მილიარდ ტონას მიაღწევს.