Galt&Taggart-ის პროგნოზით, 2024 წელს საქართველო ტურიზმიდან შემოსლის სახით $4,5 მილიარდს მიიღებს, რაც წლიურად 10%-იან ზრდას ნიშნავს.
Galt&Taggart-ის შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელი ქმნის საფუძვლიან მოლოდინს, რომ მთლიანად 2024 წლისთვის ტურიზმიდან შემოსავალი მაღალი იქნება.
„პირველ კვარტალში ტურიზმიდან შემოსავალი ოდნავ გაიზარდა – წლიური 1.5%-ით წ/წ-ით და $808 მილიონი შეადგინა. ეს მოკრძალებული ზრდა გასული წლის მაღალი ბაზით აიხსნება.
ტურიზმიდან შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებული იყო ტურისტების რაოდენობის აღდგენით და მიგრანტების ზრდით, დაბალი ინფლაციის და ლარის გამყარების ეფექტთან ერთად”,- აღნიშნულია კვლევაში.