2023 წლის 6 თვეში საქართველოში 741 909 რუსი მოქალაქე შემოვიდა, ხოლო 747 679-მა ქვეყანა დატოვა. მონაცემებს შსს ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 110%-ით მეტია.
რუსეთის მოქალაქეების 60% მეორე კვარტალში შემოვიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, აპრილ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საზღვარი 443 624-მა რუმა გადმოკვეთა, რაც შარშანდელ რაოდენობაზე 75%-ით მაღალი მაჩვენებელია. ამავე პერიოდში ქვეყნიდან 427 433 რუსი გავიდა.
საქართველოს საზღვრის კვეთის სტატისტიკაში მეორე ადგილზეა თურქეთი. მესამე პოზიცია უკავია სომხეთს. შემდეგ მოდიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი და უკრაინა.
2023 წლის აპრილ-ივნისში სახელმწიფო საზღვრის კვეთა სულ 4 918 036-ჯერ დაფიქსირდა (შემოსვლა+გასვლა). მოქალაქეების 70% უცხოელი იყო, 30% კი – ქართველი.
შემომსვლელებიდან, 1 092 903-მა მოქალაქემ, ქვეყანაში 24 საათი და მეტი გაატარა, 257 872 მოქალაქე კი საქართველოში გავლით იმყოფებოდა.
აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტჯერ საქართველოს საზღვარი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტიდან გადმოკვეთეს. მეორე ადგილზე იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მესამე ადგილზე – ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტია.