2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება, წლიურად 9,2 მილიონი ლარით გაეზარდათ და 99 604 458 ლარი შეადგინა. 2023 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო სექტორის წმინდა მოგება 90 366 029 ლარი იყო.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2024 წლის მესამე კვარტლის ბოლოს მისო-ების მთლიანი აქტივები 2.320 მლრდ ლარს შეადგენს. საფინანსო ორგანიზაციების კაპიტალი კი 799.253 მლნ ლარია.
სებ-ის მონაცემებით, მიკროსაფინანსოებმა შემოსავლის 88% ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხებიდან მიიღეს, 320.139 მლნ ლარი. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხებიდან საპროცენტო შემოსავალმა კი 3.966 მლნ ლარი შეადგინა. მთლიანმა საპროცენტო შემოსავალი 363.5 მლნ ლარის აღწევს. მიმდინარე წლის სამ კვარტალში მისო-ებს არასაპროცენტო შემოსავლების სახით 56.629 მლნ ლარი აქვთ მიღებული.
საკრედიტო დაბანდების ½-ზე მეტი 2 მისოზე მოდის, „რიკოზე” და „კრისტალზე“. „რიკოს“ უფრო დიდი პორტფელი აქვს, თუმცა ბიზნესის დაფინანსებით ბაზრის ლიდერი მ/ო “კრისტალია”, რადგან “რიკოს” მთავარი სასესხო პროდუქტი ლომბარდია.
ბაზარზე ამჟამად 34 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს.