როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესიდან მოსაკრებლის სახით, 2023 წლის ორ თვეში, 1 874 465 ლარი შევიდა, 2024 წელს კი – 2 421 570 ლარი.
ამასთან, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან 710 473 ლარი შევიდა; წამახალისებელი გათამაშებიდან – 734 798 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან – 976 290 ლარი; კლუბის მაგიდიდან – 134 770 ლარი; სამორინეს მაგიდიდან – 837 950 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან კი 3 561 ლარი.
ამასთან, სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევის გამო, ბიზნესმა სანქციების სახით, წელს ორ თვეში 24 700 ლარი გადაიხადა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 15 000 ლარი.