პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წელს რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიდ პროექტებს შორის იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობაც.
„წელსვე გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა, შემოდგომაზე“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
მისი თქმით, მთავრობა წლის ბოლომდე ახალი აეროპორტის პროექტს წარმოადგენს.
„აეროპორტის მიმართულებით გვაქვს ჩვენ სერიოზული გეგმა, რომ წლის ბოლომდე მოვახდინოთ ახალი პროექტის შეჯერება, დამუშავება. ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ ახალი აეროპორტი ერთ-ერთი საუკეთესო იყოს რეგიონში. 2-3 წელი დასჭირდება, რომ აშენდეს. ესეც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს. აეროპორტი, პორტი, რა თქმა უნდა, გრძელდება ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა და ჰესები. მსხვილი ჰესების მშენებლობა. პირდაპირ იქნება ბონუსი და დამატებით, ასე ვთქვათ, დაბუსტავს ეკონომიკურ ზრდას, ისედაც მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.