თურქული კომპანია Baykar Defence-ის მფლობელები – სელჩუკ და ჰალუკ ბაირაქტარები Forbes-ის მილიარდერთა სიაში პირველად მოხვდნენ. თურქი ბიზნესმენების ქონება $2,3 მილიარდს შეადგენს.
Baykar Defense-ის ტექნიკური დირექტორი და თანამფლობელმა სელჩუკ ბაირაქტარმა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძეა, 2410-ე ადგილი დაიკავა $1,2 მილიარდის ქონებით.
ამასთან, Baykar Defense-ის აღმასრულებელი დირექტორი ხალიუკ ბაირაქტარი რეიტინგში 2545-ეა და მისი ქონება რეიტინგის მიხედვით $1,1 მილიარდად არის შეფასებული.
Baykar Defense თურქული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1986 წელს, როგორც საავტომობილო კომპონენტების აწყობის კომპანია, მაგრამ 2000 წლიდან უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებაზე გადაერთო, რომელსაც აქტიურად იყენებს უკრაინის არმია რუსეთის წინააღმდეგ ომში.
თურქულმა კომპანია Baykar-მა უკრაინაში დრონების წარმოების ქარხნის მშენებლობაც დაიწყო. კომპანია TV2 ან TV3 მოდელის Bayraktar დრონებს გამოუშვებს.