მარკ ცუკერბერგმა გაყიდა საკუთარი კომპანიის – Meta Platfroms Inc-ის 682,000 აქცია, რომლის ღირებულება თითქმის $185 მილიონია. ერთეული აქციის ფასი ახლოს არის რეკორდულ მაჩვენებელთან, რომელიც Meta-ს აქციებზე 2021 წელს დაფიქსირდა.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების მიხედვით, ეს მისი აქციების პირველი გასხვისებაა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ.
Meta-ს საბაზრო ღირებულება 2022 წლის დასაწყისიდან ნოემბრის ბოლომდე, 172%-ით გაიზარდა, რაც IT კომპანიებს შორის მეორე მაჩვენებელია Nvidia Corp-ის შემდეგ.
ცუკერბერგი კვლავ ფლობს Meta-ს 13%-ს. მისი ქონება $117,7 მილიარდად არის შეფასებული.
ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა ადრე განაცხადეს, რომ თავიანთი ქონების 99%-ს ქველმოქმედებას მოახმარდნენ. მათ მიერ დაარსებული საქველმოქმედო ორგანიზაციები აფინანსებენ სხვადასხვა დაავადების მკურნალობას, ბიომედიცინის განვითარებას, ხელმისაწვდომ საცხოვრებელსა და სხვა ინიციატივებს.