Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი და დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი წელს დივიდენდის სახით, დაახლოებით $700 მილიონს მიიღებს. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ისტორიაში პირველად, Meta-ს ერთ აქციაზე კვარტალურმა დივიდენდმა 50 ცენტს მიაღწია.
ცუკერბერგი Meta-ს აქციების დაახლოებით 13%-ს ფლობს, ანუ დაახლოებით 350 მილიონ აქციას, ხოლო მისი შემოსავალი დივიდენდიდან, სააგენტოს შეფასებით, კვარტალში დაახლოებით $175 მილიონი იქნება.
Meta-ს აქციების ღირებულება, ბოლო ერთი წლის განმავლობაში განმავლობაში, გაორმაგდა. კომპანიამ მოგების ზრდას, ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებისა და ხარჯების შემცირების წყალობით მიაღწია. ხარჯები მნიშვნელოვნად დაზოგა დაახლოებით 21,000 თანამშრომლის გათავისუფლებამ.
ცუკერბერგის ქონება $125 მილიარდად არის შეფასებული.
ბიზნესმენმა და მისმა მეუღლემ პრისცილა ჩანმა განაცხადეს, რომ საკუთარი სახსრების 99%-ის ქველმოქმედებაში დახარჯვას აპირებენ.