მარკ ცუკერბერგი წელს თითქმის $51 მილიარდით გამდიდრდა და უახლოვდება ილონ მასკს.
Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემებით, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება წელს თითქმის $51 მილიარდით გაიზარდა.
Meta-ს აქციების ფასის ზრდამ Facebook-ის დამფუძნებლის სიმდიდრე გაზარდა.
ცუკერბერგი მიუახლოვდა ილონ მასკს პირველად 2020 წლის შემდეგ და ის მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანის ტიტულთან ახლოსაა. მისი ქონება $179 მილიარდია იყო და მასკს მხოლოდ $11 მილიარდით ჩამორჩება.
ცუკერბერგი შემოსავლის დიდ ნაწილს იღებს Meta-ს, Instagram-ისა და WhatsApp-ის 13%-იანი წილიდან. მისი აქციების ღირებულება წელს 43%-ით გაიზარდა.
მასკის ქონება $39 მილიარდით შემცირდა, რაც Tesla-ს აქციების 29%-ით გაიაფებამ განაპირობა. ეს კი თავის მხრივ, ელექტრომობილებზე გლობალური მოთხოვნის შემცირების გამო მოხდა.
Bloomberg-ის ინდექსში მასკს წელს გადაუსწრეს LVMH-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ, რომელიც $202 მილიარდით მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია და Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა $198 მილიარდით.