მარტიდან მოყოლებული მსოფლიო ცენტრალურმა ბანკებმა ოქროს შესყიდვები შეამცირეს.
მიზეზი ოქროს ფასის მკვეთრმა ზრდა გახდა. ძვირფასი ლითონის გაძვირებამ მართლაც შეაფერხა ზოგიერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ ოქროს შესყიდვა. ამავდროულად წაახალისა ზოგიერთი სხვა ბანკის მიერ მისი გაყიდვა.
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) მონაცემებით, მესამე კვარტალში შესყიდვების მოცულობამ 186 ტონა შეადგინა, რაც წინა კვარტალთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. სექტემბერში სავალუტო რეზერვებში ოქროს მოცულობა 40 ტონით გაზარდეს.
ოქროს ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებში განვითარებული ქვეყნების ბანკები დომინირებენ.
სექტემბერში განსაკუთრებით აქტიური ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ.
ყველაზე დიდი შემსყიდველი იყო პოლონეთი (21,8 ტონა) და უნგრეთი (15,5 ტონა). მარაგები შეავსეს ინდოეთმა (5,8 ტონა), თურქეთმა (3,7 ტონა), ჩეხეთმა (1,6 ტონა) და ეგვიპტემ (0,1 ტონა).
ინდოეთის ოქროს მარაგი გაიზარდა 854 ტონამდე, რაც 6%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის ბოლოს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის ფონდმა (SOFAZ) ოქროს მარაგი 12,1 ტონით გაზარდა, მაგრამ ეს არ არის შესული WGC სტატისტიკაში, რადგან ის წარმოადგენს კვარტალურ მაჩვენებელს. ოქრო გაყიდეს ყაზახეთმა (3,8 ტონა), იორდანიამ (2,7 ტონა), სინგაპურმა (1,3 ტონა) და უზბეკეთმა (0,6 ტონა).