მსოფლიო ცენტრალური ბანკები ივნისში ოქროს შესყიდვებს დაუბრუნდნენ.
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) წინასწარი შეფასებით, ცენტრალურმა ბანკებმა სავალუტო რეზერვებისთვის ივნისში 55,4 ტონა ოქრო შეიძინეს. მაისში მათ 26,6 ტონა ოქროს შესყიდვა განახორციელეს.
თურქეთიც დაუბრუნდა მარაგების შევსების ტენდენციას და რეზერვები 11,4 ტონით გაზარდა. ოქროს უმსხვილესი შემსყიდველი ჩინეთი აღმოჩნდა (21,2 ტონა), პოლონეთი (13,7 ტონა), უზბეკეთი (8,4 ტონა), ჩეხეთი (2,5 ტონა), კატარი (1,6 ტონა) და სხვა ქვეყნებმა ასევე შეავსეს ოქრო მარაგებში.
ოქრო გაყიდეს მხოლოდ ყაზახეთმა (3,2 ტონა) და სინგაპურმა (1 ტონა).