ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ოქროს საბადო აღმოაჩინეს, რომლის მარაგი $83 მილიარდად არის შეფასებული. ცენტრალურ ჩინეთში მდებარე საბადო მაღალი ხარისხის ოქროს მადანს შეიცავს.
ჩინეთის ჰუნანის პროვინციის გეოლოგებმა განაცხადეს, რომ 2 კმ სიღრმეზე 40 ოქროს ძარღვია. ხოლო 3D მოდელირებამ აჩვენა, რომ შესაძლოა იყოს 3 კმ-მდე სიღრმეზე დამატებითი რეზერვები.
ჩინეთი ამჟამად დომინანტია მსოფლიო ოქროს ბაზარზე. ქვეყნის ოქროს მარაგმა 2024 წლის დასაწყისში 2000 ტონას გადააჭარბა და მისი სამთო მრეწველობა გლობალური წარმოების დაახლოებით 10%-ს შეადგენს.
აღმოჩენების გამოცხადებამ გაზარდა ოქროს ფასი მსოფლიო ბირჟაზე, თუმცა, შემდეგ კვლავ კლება დაიწყო და დღეს უნცია $2,630-ად ივაჭრება.
ოქროს ფასს ამცირებს აშშ დოლარის კურსის ზრდა. ინვესტორები ელოდებიან აშშ-ს ძირითად ეკონომიკურ მონაცემებს, რომელიც ცხადს გახდის ფედერალური რეზერვის შემდგომ ნაბიჯებს რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიმართულებით.