ჩინეთში მარტის თვეში 0,7%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციების მიუხედავად, რუსეთმა 102-ე ადგილი დაიკავა 3,5%-ით.
ესპანეთში ინფლაცია 3,3%-ია, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში – 2.9%, ხოლო უნგრეთსა და მოლდოვაში, შესაბამისად, 25.2% და 22% დაფიქსირდა.
ყველაზე მაღალი ინფლაცია ლიბანში იყო – 264%, არგენტინაში – 104,3%, ზიმბაბვეში – 87,6%, სურინამში – 59,4%, თურქეთში – 50,5%, ხოლო პაკისტანში –35.4%.
წლის პირველ თვეებში ინფლაციის მაჩვენებლების შემცირების მიუხედავად, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ეკონომისტთა უმეტესი ნაწილი ვარაუდობს, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში 2023 წლის განმავლობაში მაღალი სამომხმარებლო ფასები შენარჩუნდება.
ევროზონის ეკონომიკა წელს შემცირდება მაღალი ინფლაციისა და ენერგორესურსების დეფიციტის გამო.
ეკონომისტებმა აღნიშნეს, რომ მშპ-ის შემცირება მთელი მომავალი წლის განმავლობაში არის მოსალოდნელი.
იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოახერხეს შეემცირებინათ რუსული გაზის იმპორტზე დამოკიდებულება (შეერთებული შტატებისა და ნორვეგიისგან თხევადი აირის შეძენით, ასევე ენერგიის ალტერნატიულ წყაროებით), ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთის მიწოდების გარეშე, ევროპისთვის მომავალი ზამთრისთვის საცავების შევსება რთული იქნება.