ჩინეთმა დაკარგა ლიდერის პოზიცია შეერთებულ შტატებში საქონლის იმპორტში. 2023 წლის მონაცემებით, აშშ-თვის მთავარი მიმწოდებელი მექსიკა გახდა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2022 წლიდან 2023 წლამდე მექსიკიდან იმპორტის ღირებულება თითქმის 5%-ით გაიზარდა და $475 მილიარდს გადააჭარბა. ამავდროულად, ჩინეთის იმპორტის ღირებულება 20%-ით, $427 მილიარდამდე დაეცა.
ბოლოს, შეერთებული შტატებში იმპორტის მოცულობით მექსიკამ ჩინეთს 2002 წელს აჯობა.
შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკულ კომპანიებს მოუწოდა, მოძებნონ მომწოდებლები მოკავშირე ქვეყნებში ან წარმოება შეერთებულ შტატებში გადაიტანონ.
ამასთანავე, მექსიკაში შეიმჩნევა ჩინური ქარხნების გადასვლის მზარდი ტენდენცია. ჩინელმა მწარმოებლებმა ქარხნები მექსიკაში გადაიტანეს, რათა ისარგებლონ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმებით, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში საქონლის დაუბეგრავად შეტანას ითვალისწინებს.
რამდენიმე ავტომწარმოებლებმა ასევე გახსნა ქარხნები მექსიკა – აშშ-ის საზღვრის ორივე მხარეს, რათა საჭირო ნაწილების და პროდუქციის მიწოდება გამარტივებოდა.
ჩინეთიდან იმპორტის ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა კომპიუტერების და ელექტრონიკის მიმართულებით, ასევე ქიმიურ და ფარმაცევტულ პროდუქტებში.
აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი გასულ წელს 10%-ით $1,06 ტრილიონამდე შემცირდა.