ჩინეთის მთავრობამ დაამტკიცა ჰესის მშენებლობის პროექტი ტიბეტში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი სიმძლავრის იქნება. კაშხალი ჩინეთის სიდიდით მეხუთე მდინარე იარლუნგ ცანგბოს ქვედა წელში აშენდება. ამის შესახებ სახელმწიფო სააგენტო Xinhua წერს.
ახალ მეგაკაშხალს ყოველწლიურად 300 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგიის წარმოება შეუძლია.
მშენებლობა $34,83 მილიარდი დაჯდება, რაც მოიცავს ტერიტორიიდან 1,4 მილიონი ადამიანის გასახლებასაც.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, პროექტი, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მზის და ქარის ენერგიის რესურსების განვითარებას მიმდებარე რაიონებში, რაც შექმნის სუფთა ენერგეტიკულ ბაზას.
ჩინეთს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე აქვს, სულ 425 გიგავატი. გვალვის პერიოდშიც კი ქვეყანა ელექტროენერგიის 15%-ს ჰესებიდან იღებს. თუმცა, ჰესების გამომუშავება მცირდება სექტემბრის შემდეგ, რაც განაპირობებს წიაღისეული საწვავზე მომუშავე სადგურების წილის ზრდას.
ჩინეთში ბოლო წლებში განახლებადი ენერგიის ბუმია, თუმცა, ქვანახშირის მოთხოვნა კვლავ მაღალია. ქვეყანაში ელექტროენერგიის 60%-ს კვლავ ქვანახშირის გადამუშავებით მიიღება, შესაბამისად, მთავრობა ჰიდროპოტენციალის გამოყენებას ცდილობს.